
ფუტკრის რძე (Royal jelly,маточное молочко) უნიკალური ნატურალური პროდუქტია, რომელსაც მუშა ფუტკრები გამოიმუშავებენ დედა ფუტკრის გამოსაკვებად. ფუტკრის რძე შეიცავს 150-ზე მეტ აქტიურ კომპონენტს:29 ამინომჟავას (მათ შორის ათივე შეუცვლელს), ცილებს, ცხიმებს, ნახშირწყლებს, ვიტამინებს, მინერალებსა და მიკროელემენტებს. ფუტკრის რძეში აღმოჩენილია ზრდის, გამრავლების და გამაახალგაზრდავებელი - იუვენალური ჰორმონი, რომელიც სხვა არცერთ პროდუქტში არ გვხვდება. ამჟამად მიჩნეულია, რომ არც ბუნებაში და არც მედიცინაში არ არსებობს ფუტკრის რძეზე უფრო უკეთესი ბიოსტიმულატორი ცოცხალი ორგანიზმების გაახალგაზრდავებისა და გამრავლების სტიმულირებისთვის. უნიკალური შემადგენლობის წყალობით ფუტკრის რძეს ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნურ წამალს უწოდებენ.
ფუტკრის რძე :
-ზრდის ფიზიკურ და გონებრივ შრომისუნარიანობას, ამაღლებს ცხოვრების ტონუსს. მის მიღებას ურჩევენ სპორტსმენებს მძიმე ფიზიკური დატვირთვისას და დაძაბული გონებრივი შრომის პირობებში მყოფ ადამიანებს.
- მნიშვნელოვნად ზრდის სიცოცხლის ხანგრძლივობას. მასში შემავალი ნაერთები ხელს უშლის უჯრედის დაბერების პროცესს. არეგულირებს არტერიულ წნევას. აუმჯობესებს სქესობრივ ფუნქციას.
-გააჩნია იმუნომოდულაციური, ანტიმიკრობული, ანტივირუსული თვისებები.
- იცავს სისხლძარღვთა კედლებს ათეროსკლეროზული მოვლენებისგან. აქვეითებს გულის იშემიური დაავადებების რისკებს.
- გააჩნია სიმსივნის საწინააღმდეგო და ანტი რადიაციული თვისებები.
იაპონელი მეცნიერები თვლიან რომ ფუტკრის რძის დამსახურებაა იაპონელების სიცოცხლის ხანგრძლივობის მნიშვნელოვანი ზრდა, მიუხედავად ქვეყნის ტერიტორიის ძლიერი რადიოაქტიური დაბინძურებისა. იაპონიის სახელმწიფო 12 წლამდე ბავშვებს და პენსიონერებს უფასოდ უზრუნველყოფს ფუტკრის რძით. ს . ფუტკრის რძის მოქმედების ძირითადი ბიოლოგიური პრინციპია იმუნიტეტის გაზრდა იმ დონემდე, როდესაც ორგანიზმი თვითონ უმკლავდება დაავადებებს.
ჩვენებები:
გონებრივი და ფიზიკური გადაღლა, არასრულფასოვანი კვება, შაქრიანი დიაბეტი, სიმსივნის კომპლექსური მკურნალობა, ვირუსული ინფექციების პროფილაქტიკა (მათ შორის გრიპები და ჰეპატიტები), აღდგენითი პერიოდი ინფექციური დაავადებების, ქირურგიული ოპერაციების, ტრავმების შემდგომი რეაბილიტაციის პერიოდი, კანის დაავადებები, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკა. რეპროდუქცია, ორსულობის პერიოდი, ლაქტაციის პერიოდი, პოტენციის დაქვეითება, მწვავე და ქრონიკული პროსტატიტი, ინფარქტის და ინსულტის შემდგომი აღდგენითი პერიოდი.
ფუტკრის რძეს იყენებენ ძვირადღირებულ და მაღალ ხარისხიანი პარფიუმერიის წარმოებაში. საკმარისია რომელიმე სახის საცხში ჩავამატოთ 5-10% ფუტკრის რძე და საცხის ხარისხი ბევრად გაუმჯობესდება.
უკუჩვენება - ინდივიდუალური შეუთავსებლობა ფუტკრის რძესთან და ყვავილის მტვერთან.
დოზირება: ზრდასრული ადამიანის ნორმა არის 0,5-1,0 გრამი დღეში (სპორტსმენები 1,5-2,0 გრამამდე ღებულობენ), ბავშვებისთვის ნორმა არის 0,2-0,3 გრამი. ფუტკრის რძე მიიღება უზმოზზე, სასურველია ენის ქვეშ მოიქციო და 2-3 წთ მაინც დააყოვნო პირის ღრუში. ( ფუტკრის რძის მიღებამდე კარგია თუ 0,5 ჭ მინერალურ წყალს დალევთ). საკვები არ მიიღოთ 15-20 წუთი.
შენახვის პირობები:
ფუტკრის რძის თერაპიული ეფექტი ბევრად არის დამოკიდებული მისი წარმოების ტექნოლოგიასა და შენახვის პირობებზე.
Fფუტკრის რძე ინახება მაცივარში 2-4- გრადუსზე, მჭიდროდ თავდახურული. საქართველოს პროფესიონალ მეფუტკრეთა ასოციაცია გირჩევთ ფუტკრის რძე შეიძინოთ იმ მეფუტკრეებთან, რომლების იცავენ რძის წარმოების და შენახვის ტექნოლოგიებს.
საქართველოს პროფესიონალ მეფუტკრეთა ასოციაციის პრეზიდენტი თეიმურაზ ღოღობერიძე
mob 599 197 588 tel: 032 225 24 46 E-mail : temurigogob@gmail.com
მობ 599 630 261 მზეო