products

ჩვენს შესახებ

თეიმურაზ ღოღობერიძე - ექსპერტი მეფუტკრეობის დარგში, პროფესიონალი მეფუტკრეა 60 წლიანი
გამოცდილებით. ჩვენი კომპანია ‘’გულა’’(ს.კ.55001001916) დღეისათვის თაფლის წარმოების
პარალელურად, ძირითად აწარმოებს მეფუტკრეობის აპითერაპიულ პროდუქტებს, რომელთაც
უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავიათ ადამიანის ჯანმრთელობის, რეპროდუქციის და სიცოცხლის
გახანგრძლივების საქმეში. აპითერაპიული პროდუქტები: ფუტკრის რძე, ფეხგუნდა (ყვავილის
მტვერი), ჭეო, სამამლე ბარტყის ჰომოგენატი, დინდგელი, ცვილი, ფიჭის ანათალი, ფუტკრის
შხამი. ამ აპითერაპიული პროდუქტებისგან ვქმნით კომპოზიციებს: ჯანმრთელობის ელექსირი
ფეხგუნდით, ჯანმრთელობის ელექსირი ფიჭვის მტვერით, ფერმენტი ცერაზა, დინდგელის
30% სპირტხსნარი, დინდგელის მალამო, დინდგელის სამკურნალო სანთლები, დინდგელის
მალამო ფუტკრის შხამზე. კოსმეტოლოგის ხაზი : სახის მკვებავი საცხი ფუტკრის რძით.
ჩვენი პროდუქცია იწარმოება და შენახულია თანამედროვე მოწინავე ტექნოლოგიების
სრული დაცვით.
ჩვენთან შეგიძლიათ შეიძინოთ მაღალი ხარისხის ნაირსახეობის თაფლი : აკაციის, მაისის,
ცაცხვის, მთის (ცაცხვის და ველის ყვავილების), წაბლის, კრემ-თაფლი
ასევე მეფუტკრეობის სანაშენე პროდუქცია : ფუტკრის ოჯახები, ამანათნაყრები, ბუნებრივად
განაყოფიერებული დედები, მწიფე სადედეები.
ფუტკრის საკვები და მასტიმულირებელი პრეპარატები : ყანდი (ფუტკრის ცომისებური
საკვები), ინვერსირებული სიროფი, აპი ბიო სტიმულატორი (სამკურნალო მცენარეების
ექსტრაქტები, ეთერზეთები). ყველა პროდუქტზე დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ
ინსტრუქციებში.

ჩვენს შესახებ
მაღალი ხარისხი

მაღალი ხარისხი

კვალიფიციური კონსულტაცია

კვალიფიციური კონსულტაცია

სწრაფი კურიერული მომსახურება

სწრაფი კურიერული მომსახურება

დაცული გადახდის სერვისი

დაცული გადახდის სერვისი